ფოთის მერი - მაქსიმალურად მცირე ზარალია მოსახლეობაში, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს

მაქსიმალურად მცირე ზარალია მოსახლეობაში, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს, - ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ზღვა დაწყნარდა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უმოკლეს დროში მოხდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

„გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმი იყო. ფოთისთვის მნიშვნელოვანი იყო კუნძულის სანაპიროზე მიმდინარე პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად ზღვა ამ ტერიტორიას უტევდა და ყველაზე ახლოს დასახლებულ პუნქტთან არის, აქვე, მიმდებარედ არის სასაფლაო და გუშინ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ვახორციელებდით პრევენციულ ღონისძიებებს. რამდენიმე ადგილას ზღვამ ჯებირები გაანგრია და მნიშვნელოვანი იყო დამცავი ბარიერები შეგვექმნა იმისათვის, რომ წყალს არ მიეღწია მოსახლეობამდე, სასაფლაომდე, ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში, სადაც კი ამის საჭიროება იყო, ვახორციელებდით შესაბამის სამუშაოებს. უკვე ზღვა დაწყნარებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზარალი იქნება დათვლილი. მაქსიმალურად მცირე არის ზარალი მოსახლეობაში, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს და ამის აღდგენასაც უახლოეს დღეებში განვახორციელებთ“, - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს