ბულგარეთი ადასტურებს, რომ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს გადაფრენის ნებართვა მისცა

ბულგარეთმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, თავისი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა.

„ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან“, - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს შეხვედრას დაესწრებოდა, თუ ბულგარეთი მას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა