ლონდა თოლორაია - არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია - გვაქვს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნებს ფოტოებით და ვიდეოებით აშანტაჟებენ

„კანონის უზენაესობის ცენტრმა“ საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა, რომელიც დღეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნეს.

როგორც ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, კვლევა ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არაერთი გამოწვევაა.

მისივე განმარტებით, გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია.

როგორც ლონდა თოლორაია აღნიშნავს, სამწუხაროდ, მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობას არ აქვთ სათანადო ცოდნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების შესახებ, რაც ამ სფეროში ბავშვების მონაცემების უკანონო გამოყენების, გასაჯაროებისა ან/და სხვა ფორმით უკანონო დამუშავების მიზეზი ხდება.

„არასრულწლოვნები არიან ბევრად უფრო მოწყვლადები, მათ აქვთ ნაკლები ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, ისინი განსაკუთრებით სენსიტიურები არიან, როდესაც მათი ცხოვრების პირადი დეტალები, პერსონალური მონაცემები ინტერნეტ სივრცეში ან არაუფლებამოსილი მესამე პირების ხელში საჯარო ხდება. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს სფერო გამოვიკვლიეთ. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გარკვეული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო უწყებისა და კერძო დაწესებულებების მხრიდან, თუმცა ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი, არ არის სისტემური, სრულფასოვანი და შედეგად ვიღებთ იმას, რომ სამწუხაროდ, არცერთ სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი არ არის იმ სიმაღლეზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს. ყველაზე პრობლემურ სფეროდ გამოიკვეთა სკოლა, სადაც ბავშვების ყველაზე მეტი მონაცემი მუშავდება, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. სამწუხაროდ, მასწავლებლებს, არც ბავშვებს და არც მშობლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, არ იციან ვის უნდა მიმართონ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, როდესაც ისინი ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების მსხვერპლი ხდებიან. შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ მათი მონაცემები მუშავდება არასწორად, ვრცელდება საჯარო და ინტერნეტ სივრცეში. სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითები, როდესაც არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება, ასევე არასრულწლოვნებს აშანტაჟებენ ფოტოებითა და ვიდეოებით, რაც მძიმედ აისახება არასრულწლოვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მათ შემდგომ ცხოვრებაზე“, - განაცხადა თოლორაიამ.

ის რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ გააძლიერონ ამ მიმართულებით კოორდინაცია.

„ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა, მშობლებმა, იმ პირებმა, რომლებსაც შეხება აქვთ არასრულწლოვნებთან, უფრო მეტი იცოდნენ ამ უფლებების შესახებ", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში