ირმა ზავრადაშვილი - ჯანდაცვაში რევოლუციური ცვლილებები განხორციელდა - ჩვეულებრივ კლინიკაში ადამიანი განიკურნა დემენციისგან, მძიმე მეტალებით მოწამვლისა და კახექსიისგან და თან ისე, რომ კლინიკიდან აძლევს პარტიას ბრძანებას

მინდა დავიწყო მედიცინის სფეროში ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით - თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ კლინიკაში ადამიანი სრულიად განიკურნა დემენციისგან, მძიმე მეტალებით მოწამვლისგან, კახექსიისა და რამდენიმე ათეული სხვა მძიმე დაავადებისგან, თანაც ისე, რომ კლინიკიდან აძლევს ბრძანებას პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, ის, რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში თბილისის ერთ ჩვეულებრივ კლინიკაში მოხდა, დღემდე ვერ შეძლო მსოფლიოს ვერც ერთმა სამედიცინო სისტემამ, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ მისი ეს განცხადება ხუმრობაა.

„მინდა დავიწყო მედიცინის სფეროში ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით, რაც დღემდე ვერ შეძლო მსოფლიოს ვერც ერთმა სამედიცინო სისტემამ - ჩვენი ხელისუფლების პირობებში თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ კლინიკაში ადამიანი სრულიად განიკურნა დემენციისგან, მძიმე მეტალებით მოწამვლისგან, კახექიისგან და რამდენიმე ათეული სხვა მძიმე დაავადებისგან. მედიცინამ შეუძლებელი შეძლო და ეს ადამიანი განკურნა, თანაც ისე, რომ კლინიკიდან აძლევს ბრძანებას პარტიას - ეს, რა საკვირველია, ხუმრობით. ახლა კი სერიოზულად, ჯანდაცვის მიმართულებით ხელისუფლებამ რევოლუციური ცვლილებები განახორციელა. ამის დასტურად საკმარისია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ხელმძღვანელის ჰანს კლუგეს შეფასება. პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია DRG მოდელის დანერგვით, მედიკამენტების რეფერენტული ფასებით და ონკოლოგიური პრეპარატების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ასახავს იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ“,- განაცხადა ზავრადაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის