თორნიკე რიჟვაძე - ფერმერები არასტანდარტულ ციტრუსზე 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ - ამ დროისთვის ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი ციტრუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წელს მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე, გაორმაგებულ სუბსიდიას 30 თეთრს მიიღებენ, - ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის შეფასებით, ნარინჯისფერი რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონა ციტრუსი. მობილიზებულია მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება