ბათუმში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ჩატარდება

3-5 დეკემბერს, ბათუმი პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ უმასპინძლებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგი, ბელგიელი, ლატვიელი შეფები, რესტორატორები თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, ადგილობრივი შეფებისთვის კი კერძების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით ატარებს.

ფორუმის პირველ დღე ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმობა, როგორიცაა განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, კულინარიული ექსპერიმენტები შეფებისგან და ავთენტური კერძების პოპულარიზება, გასტრონომიის როლი და განვითარება კურორტებსა და რეზორტებში, გასტრონომიული კონფერენციების, კულინარიული შეჯიბრების შედეგები და მნიშვნელობა, ბასკეთის მაგალითი „როგორ შეიძლება იქცეს რეგიონი გასტრონომიის მექად“, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა. ფორუმის მეორე და მესამე დღეს კი დაგეგმილია კულინარიული მასტერკლასები, სადაც უცხოელი შეფები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადება. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge -ზე შეეძლებათ.

ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებადაა მოწვეული PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. ფორუმზე დასწრება შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია. დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ უნდა გაიარონ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს