„თიბისი კონცეპტი“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, 31 დეკემბრის ჩათვლით, სპეციალური, 0%-იანი თანამონაწილეობის შეთავაზებით ისარგებლონ

იპოთეკური სესხის პირობების გამო, ვინც აქამდე სასურველი ბინის შეძენა ვერ მოახერხა, „თიბისი კონცეპტი“ 31 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობას აძლევს, სპეციალური, 0%-იანი თანამონაწილეობის შეთავაზებით ისარგებლონ.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, პერსონალური, ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკირი, გამარტივებული მომსახურება და 0%-იანი თანამონაწილეობა ის უპირატესობებია, რომელთაც „თიბისი კონცეპტი“ ბინის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს.

„წარმოგიდგენთ „თიბისი კონცეპტის“ იპოთეკური ცენტრის მიერ სპეციალურად შერჩეულ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც 0%-იანი თანამონაწილეობის საახალწლო აქციის ფარგლებში, გაუმჯობესებულ პირობებსა და ფასდაკლებულ ფასებს გთავაზობთ.

შეთავაზებაში მონაწილე დეველოპერები არიან - „რივერ პარკი“, „ორთაჭალა ჰილსი“, „ოტიუმი ბელიაშვილზე“, „ვილა ნატახტარი“, „იმპელ ვერდე“, „ენ ენ კაპიტალს“ და „ნიუ ეიჯ ბილდინგი“.

გაეცანით „თიბისი კონცეპტის“ სპეციალურ პირობებს, შეარჩიეთ სასურველი პროექტი და შეიძინეთ ახალი ბინა 0%-იანი თანამონაწილეობით 2023 წლის 31 დეკემბრამდე. იხილეთ შეთავაზებები აქ: https://tbcconcept.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება