„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

„არქი“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სახლს ააშენებს. ის 97 ბინას, აუზს, საერთო სამუშაო სივრცეს, ლაუნჯს, გოლფის სათამაშო მოედანს, ფიტნეს ცენტრებსა და 129 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს გააერთიანებს.

„არქი მაიამი“ კომპანიის პირველი გლობალური პროექტია, რომელსაც ის ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან თანამშრომლობით განახორციელებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

„არქი“ საქართველოში უკვე გახდა ლიდერი დეველოპერული კომპანია, რომელსაც თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში 60-ზე მეტი დასრულებული და მიმდინარე პროექტი აქვს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, შესაძლებლობას გვაძლევს, გავცდეთ საქართველოს საზღვრებს, გავიდეთ უფრო დიდ მასშტაბებზე და ჩვენი ძალები ამერიკულ ბაზარზეც მოვსინჯოთ“, – ამბობს „არქის“ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.

„არქი მაიამი“ თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი იქნება. როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპლექსის ადგილმდებარეობა, ანუ ფლორიდის შტატი მიგრაციის მზარდი მაჩვენებლის გამო შეირჩა, რასაც აქ არსებული დასაქმების დიდი შესაძლებლობები და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობა განაპირობებს. თბილი კლიმატი, ლამაზი სანაპიროები და ჯანსაღი გარემო კი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

„რამდენიმე წელი ვგეგმავდით, რომ „არქის“ მშენებლობა საზღვარგარეთაც დაეწყო. განსაკუთრებით კი მსურდა ეს ქვეყანა აშშ ყოფილიყო, რადგან 20 წელია აქ ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. აი, ეს დღეც დადგა და პირველ პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის გამოცდილების დამსახურებით, წარმატებით განვახორციელებთ არა მხოლოდ „არქი მაიამის“, არამედ ჩვენს სამომავლო პროექტებსაც“, – გვითხრა „არქის“ პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ.

„არქიში“ ამბობენ, რომ კომპანია საქართველოში საქმიანობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პროექტი უკვე დაგეგმილია.

„თუმცა „არქი“ ახლა უკვე გლობალური კომპანიაა და ჩვენი მიზანია, პარალელურად თავი დავიმკვიდროთ უცხოურ ბაზარზეც. მე და ჩემს პარტნიორებს გვჯერა, რომ ქართველების მსგავსად, ამერიკელი მომხმარებლების მოლოდინებსაც გავამართლებთ და მათ ნდობას მოვიპოვებთ. ამაში სწორი პრიორიტეტები და თავდაუზოგავი შრომა დაგვეხმარება“, – გვითხრა ილია წულაიამ.

„არქი მაიამის“ პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დამტკიცდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპლექსის მშენებლობა მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში, 2026 წლისთვის დასრულდება.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო