საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა ბინებისა და კერძო სახლების დაზღვევის ინოვაციური პოლისი „შინ“ შეიმუშავა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა ბინებისა და კერძო სახლების დაზღვევის ინოვაციური პოლისი „შინ“ შეიმუშავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, პოლისის შემუშავება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა.

„ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევს გაერიდოს ქალაქს, მშვიდ და წყნარ გარეუბანში ან შემოგარენში დაიდოს ბინა. ასეთ ადგილებში კი კერძო სახლები ან დაბალი განაშენიანების ბინებია განთავსებული. სწორედ ასეთი შენობებისა და მათი შიგთავსის დასაზღვევად ჩვენმა კომპანიამ ინდივიდუალური, ფართზე და რეალურ რისკებზე მორგებული პროდუქტი შეიმუშავა, რაც საშუალებას იძლევა მფლობელის სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით განახორციელოს დაზღვევა, რომელიც მისი სიმშვიდის დამატებით გარანტიად შეიძლება იქცეს. უალტერნატივოა, რომ დაზღვევის ცივილური გზა საუკეთესოა საკუთრების დაცვისათვის. დაზღვევის მარტივი გზა, გადახდის მაქსიმალურად მორგებული რეჟიმი და საუკეთესო პრაქტიკაზე დამყარებული სადაზღვევო პირობები - ეს უნიკალური ნაზავი მხოლოდ კომფორტის, დაცულობის და სიმშვიდის საწინდარია ჩვენი დაზღვეულებისათვის“,- განაცხადა სოფიო გრაკალიშვილმა.

გრაკალიშვილის ინფორმაციით, მომხმარების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, 2-წლიანი კონტრაქტის დადებაც, რა დროსაც, ხანგრძლივი ურთიერთობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია მფლობელის მიწაზე საუკეთესო ჯიშის მრავალწლოვანი მცენარის ნერგსაც დარგავს.

წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement

ამის შემდგომ ინდივიდუალური რეჟიმით მომაგრებული მენეჯერი თქვენ განკარგულებაში იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს