გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გახსნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერით, უკვე წლებია, არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას და ინსტიტუციურ რეფორმას ვახორციელებთ. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა და ევროსაბჭოს მხრიდან ისტორიულ გადაწყვეტილებას ველოდებით. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ერთად დავგეგმოთ ახალი პროგრამები და განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები, რაც კიდევ უფრო თავსებადი იქნება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, ის ხელს შეუწყობს აღნიშნული ამოცანების შესრულებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე, მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე; ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით ფერმერების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანმა ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას, ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და, მეორე მხრივ, ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

„ევროკავშირმა, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის ევროკავშირის პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი მიიღო. იმედი გვაქვს, რომ ამ პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს. ევროკავშირი უკვე არაერთი წელია, მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღნიშნულმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. მოხარულები ვართ, ამ პროცესების წარმატებისთვის გავაგრძელოთ თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამასთან“, - განაცხადა კატალინ გერმანმა.

„როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში დაგლას უებიმ აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.

კონფერენციაზე ქართველი და ევროპელი ოფიციალური პირების, სოფლის განვითარების სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსიები. საუბარი შეეხო სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ჭრილში. კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს