მაია ბითაძე ოპოზიციას - წელს ოთხი ახალი კანონი მივიღეთ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ასრულებს და არც ერთზე თქვენი მხარდაჭერა არ არის დაფიქსირებული - ეს იმიტომ, რომ მოცდენილი ხართ რუსული პრესის კითხვით

სამწუხაროდ, პოლიტიკური განცხადებები იწყება რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერებით, სადაც ყოველი მეორე სიტყვა არის რუსეთი. დღეს ახალი ამბები გავიგეთ, თურმე ჩვენი კოლეგები ყოველ დილით ეცნობიან რუსულ პროპაგანდას, რუსულ პრესას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ ეცნობა ქართულ პრესას, სადაც ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ელვისებურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ახლა უკვე 9 ნაბიჯი აღასრულოს, სადაც მესამე პუნქტად წერია, რომ ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს იმ კანონმდებლობის განხილვაში, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან გვაახლოებს.

„კოლეგებო, გეტყვით, რომ მარტო წელს სრულიად ოთხი ახალი კანონი მივიღეთ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ასრულებს, სადაც დადებითი შეფასება მივიღეთ და არც ერთი თქვენი მხარდაჭერა, ხმის მიცემა არ არის დაფიქსირებული. ეს იმიტომ, რომ მოცდენილი ხართ რუსული პრესის კითხვით. ისევე, როგორც ბრიუსელში, ევრონესტზე ყოფნის დროს მოვისმინე თქვენგან ინფორმაცია, რომ თურმე საქართველო უფრო და უფრო ენერგო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ამასთან დაკავშირებითაც შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიყიდა ჰიდროელექტროსადგურები, გაიყიდა წყალმომარაგების ობიექტები, გაიყიდა მათ შორის, „თელასი“, გადაეცა რუსეთს, იმ ქვეყანას, თქვენ რომ ასე გიყვართ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას დაუჭირეთ მხარი და ჩვენი ხელისუფლების დროს ევროკავშირთან ვაჭრობა დავიწყეთ, ახლა ენერგეტიკული გაერთიანების წევრები ვართ, ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და ევროკავშირთან ენერგეტიკულ კავშირებს ვამყარებთ, მათ შორის, წყალქვეშა კაბელის კუთხით. თქვენ კიდევ იგონებთ რაღაც მანიფესტებს და საქართველოს დაქცევის აქტებს”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ამასთან, ოპოზიციას მოუწოდა გაიაზროს, რომ ხმა უნდა მისცეთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირში მივყავართ და პროცესებში მხოლოდ ფორმალურად არ უნდა ჩაერთოს.

„გაუგებარია თქვენ შიგნით რას აკეთებთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს ყველა თქვენი გამოსვლა არის გაჯერებული ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება. მესმის, რომ ამას აკეთებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მომდევნო საარჩევნო სიებში დაიკავოთ ადგილები, მაგრამ არის რაღაც, რასაც სამშობლო და მამულიშვილობა ჰქვია. ასე რომ, თუ თქვენ ეს გრძნობა სადმე გაქვთ ორგანიზმში, 9 ნაბიჯის მესამე პუნქტი კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ ის, რომ ხმა უნდა მისცეთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირში მივყავართ და ასევე, ფორმალურად კი არ უნდა ეცადოთ რაღაც პროცესებში ჩართვას, არამედ ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ გზას, რასაც ჰქვია რატიფიცირებიდან კანდიდატის სტატუსამდე და ჩვენთან ერთად იზეიმოთ 15 დეკემბერს, გაგიხარდეთ და არ შეგშურდეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის