ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სემინარების სერია დაიწყო

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში სემინარების სერია დაიწყო. ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის აკადემიური, კვლევითი და კარიერული განვითარების უნარების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„აღნიშნულ პროექტში ჩართულია საქართველოს სამი უნივერსიტეტი ("ევროპის უნივერსიტეტი" - კოორდინატორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი) და ორი ევროპული უნივერსიტეტი (ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება