მამუკა მდინარაძე - ხალხი ფიქრობს, „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე - გარუსების გეგმა ჩავარდნილია, გაცვეთილი და გოიმური მესიჯია

ხალხი ფიქრობს - „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, ოპოზიციის მომხრეებიც დაბნეულები არიან,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ხელისუფლებად წარმოეჩინა, ჩავარდა.

„ჩვენი მხრივ, ვუერთდებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას და ჩვენც მოვუწოდებთ (ოპოზიციას ერთობლივად მუშაობისკენ), თუმცა, პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს. მათ შეუძლიათ არაფერი ქნან, საერთოდ გაჩერდნენ, ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში. თუმცა, მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ სიტყვით თითქოსდა იზრუნებენ პრიორიტეტების შესრულებაზე, საქმით კი დაიქირავებენ ლობისტებს და საბოტაჟის რეჟიმში იქნებიან. თუმცა, მათი გეგმები ჩავარდა. ჩავარდა ეს პიარული გარუსების გეგმა ხელისუფლების, ქვეყნის, საზოგადოების არჩევანის, რადგან რუსეთისკენ მიაქანებთ ქვეყანასო და ამ დროს შემდეგ ეტაპზე გადავდივართ დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, ვიზალიბერალიზაციით და კანდიდატის სტატუსამდე მოვედით, ამ გზაზე დავდივართ და მიაქანებთ ქვეყანას რუსეთისკენო. ეს ხალხი ფიქრობს - „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, მათი მომხრეებიც დაბნეულები არიან. გარუსების გეგმა აბსოლუტურად ჩავარდნილია, აბსოლუტურად გაცვეთილი, გოიმური მესიჯია და ამ დროს მათგან პოზიტიური მოლოდინი ვერ იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნებ, ხელი მაინც არ შეგვიშალონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს