მამუკა მდინარაძე - რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს - გიჟები ხომ არ ვართ ეს გავაკეთოთ?! - ნამდვილად არ ვართ გიჟები

რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს - გიჟები ხომ არ ვართ ეს გავაკეთოთ?! - ნამდვილად არ ვართ გიჟები, საგარეო ურთიერთობებზე ოპოზიციის ინიციატივებს მხარს არ დავუჭერთ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე „ლელოს“ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ერთადერთი მიზანი რაც „ლელოს“ ინიციატივას შეიძლება ჰქონდეს, არის ქართული ინტერესების დაზიანება“.

მისივე თქმით, ოპოზიცია რუსეთთან დაკავშირებული ინიციატივებით ცდილობს, ეკონომიკა ჩამოშალოს და ამ გზით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს.

„ზოგჯერ შეცდომით ამბობენ ხოლმე, ხან განზრახ, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება და ამით იძლევა საშუალებას, რომ ვიღაცამ გვერდი აუაროს სანქციებს. ეს სწორად უნდა განვუმარტოთ მოქალაქეებს. სანქციების მიერთება თუ იმას გულისხმობს, რომ არავის ეძლევა საშუალება საქართველოში სანქციებს გვერდი აუაროს, ამ შემთხვევაში ჩვენ სანქციებს მიერთებული ვართ, ჩვენი მხრიდან თუ ცალკე აღებული სანქციების დაწესებაზეა საუბარი, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რადგან 0.3 პროცენტიან წილში რუსეთის ეკონომიკასთან მიმართებით, როცა საქართველოდან ექსპორტზეა ლაპარაკი, ამით რუსებს საერთოდ ვერაფერს უზამ, მაგრამ პირიქით, 10 პროცენტზე მეტი ზიანი უნდა მიიღო. ე.ი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს თავის მოტყუებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას. არ ვაპირებთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას, სიტყვით იქნება ისე, რომ თითქოს რუსეთს დაუწესდა და ამ დროს საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუწესო და გიჟები ხომ არ ვართ?! ნამდვილად არ ვართ გიჟები და ამიტომ არის რომ კონკრეტულ წარმატებებს ვაღწევთ. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით არც ერთ მათ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ, რადგან ყველა შემთხვევაში მტკიცდება, რომ ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ და ეკონომიკის ჩამოშლით ფიქრობენ, რომ მიაღწევენ უფრო მეტ წარმატებას და არ ვაპირებთ, რომ ასე დავეხმაროთ მათ და არც საქართველოს მოსახლეობის დაზარალებას ვაპირებთ”, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს