სილვიუ დომენტე - ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ DRG-ი რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები საკმაოდ  შთამბეჭდავი

ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG-ი სისტემის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, რეფორმის შეფასებისას განაცხადა.

სილვიუ დომენტეს თქმით, DRG-ი სისტემის იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. მისივე განმარტებით, რეფორმამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სისტემის იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა.

რეფორმა მნიშვნელოვანია, მასშტაბის გამო, რადგანაც მისი იმპლემენტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. ასევე, მნიშვნელოვანია მისი გავლენა - რადგან, მან შემოიტანა ბევრად მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა, ჰოსპიტალური სექტორის რესურსების გამოყენებაში. რეფორმამ, ასევე, გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან DRG-ს იმპლემენტაციამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები, შესაბამისად, გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. სისტემის იმპლემენტაცია, ასევე, შესაძლებელი გახდა მთავრობის, ოფიციალური პირების მაღალი ნების შედეგად, რომლებიც იღებდნენ ძალიან გაბედულ, პროფესიონალურ და დროულ გადაწყვეტილებებს. დღეს, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი.

რეფორმა ამით არ სრულდება. რადგანაც ნებისმიერ DRG-ი სისტემას ესაჭიროება უწყვეტი მონიტორინგი, შემოწმება-დარეგულირება და გაუმჯობესება. ამრიგად, გვაქვს მოლოდინი, რომ DRG-ი დაფინანსების სისტემაში, ახალი სერვისები შევა. ასევე, როგორც გადახდის ალტერნატიულ მექანიზმი, დაინერგება სპეციფიკური სერვისებისთვის“, - ამბობს სილვიუ დომენტე, რომლის განცხადებასაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, აღსანიშნავია, საქართველოში, DRG-ი მოდელის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელს უწყობდნენ საქართველოს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჯანდაცვის უწყებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების დიალოგის პროცესში.

სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG-ი მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. დაწყებიდან, ერთი წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის