თინა ბოკუჩავა - სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეთანხმოს, ფარსია - ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ არსებობს

სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეთანხმოს, ფარსია - ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ მათ უკვე მიღებული დოკუმენტის დამტკიცება სურთ.

„მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. არ შევიქმნი მოლოდინს, რომ ერთიან პოზიციას მივაღწევთ, თუმცა გვაქვს კონსულტაციები, რათა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე ერთიან პოზიციას მივაღწიოთ. ინკლუზიურობა, რაც არის ევროკომისიის რეკომენდაცია, ითვალისწინებს ოპოზიციის ჩართულობას, მისი აზრის გათვალისწინებას და არა უკვე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ფაქტის წინაშე დაყენებას. ეს არის არა თანამშრომლობა, არამედ ხელის გადაგრეხით უმრავლესობის ნების გატანა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება