„მოსადის“ დირექტორი დოჰაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს და კატარელ მაღალჩინოსნებს შეხვდება

„მოსადის“ დირექტორი დავიდ ბარნეა დოჰაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ბილ ბერნსსა და კატარელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დოჰაში გასამართი მოლაპარაკებები დამატებით 20 მძევლის შეუფერხებლად გათავისუფლებაზე იქნება ფოკუსირებული და შესაძლოა, რომ მხარეებმა დროებითი ზავის გაფართოების შესაძლებლობაც განიხილონ, რათა ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლება მოხდეს.

ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, კატარში ეს „მოსადის“ დირექტორის, დავიდ ბარნეას მესამე ვიზიტია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ისრაელი და „ჰამასი“ ზავის ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება