გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული ინიციატივები და მიღწეული შედეგები შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის „საათის ფორმატში“ სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება. მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობასა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებას.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება ჩამოეწერათ და სურვილის შემთხვევაში მათ სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ.

ასევე, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300-ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაორმაგებულ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს‘‘,- განაცხადა ამილახვარმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის