გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, გორანა, ტოლაანთსოფელი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ჯიღაურა, გალავანი, ბურიანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - ხატაეთის, შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, პაატა ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია