პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ახალი საგრანტო პროგრამა – „კონკურენტული ინოვაციების ფონდი“ (CIF) გააცნო

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს ახალი საგრანტო პროგრამა – „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ გააცნო, რომელიც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს უნივერსიტეტების დაფინანსებას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით და ამასთან ის ხელს უწყობს უნივერსიტეტებში აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი საგრანტო პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით და არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შევქმნათ რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც პირველ რიგში დამატებით ცოდნას მოუტანს სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული დამსაქმებლებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. უკვე გამოცხადდა 2 საგრანტო კონკურსი. პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში და მას განსხვავებული, ინტერნაციონალიზაციაზე ფოკუსირებული პრიორიტეტები აქვს. კერძოდ, ის მოიცავს ერთობლივი პროგრამების შექმნისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით.

„ამ მიზნით, შეირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსები, რომლებიც მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებასა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. ამასთან, ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან“,- ნათქვამია განათლების სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება