გიორგი ვაშაძე - ნიკა მელიას საკითხი დახურულია, ხაბეიშვილის ნაბიჯში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ხელმოწერით მკაფიო გახადა  პოზიცია - ამ საკითხმა თავი ამოწურა, არც ხალხს აინტერესებს

ნიკა მელიას საკითხი დახურულია, ხაბეიშვილის ნაბიჯში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ხელმოწერით მკაფიო გახადაპოზიცია - ამ საკითხმა თავი ამოწურა, არც ხალხს აინტერესებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გასაგებია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, რომ მელია არ ირიცხება "ნაციონალურ მოძრაობაში."

"ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი დახურულია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", ვნახავთ, რომ სრულიად ახალი სტრატეგიით ქართველ ხალხთან ერთად დავიწყებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის და არჩევნებში, რომელიც გეოპოლიტიკური რეფერენდუმია, ყველა ერთად გავიმარჯვებთ. დანარჩენს რაც შეეხება, მე ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთ განცხადებებს არც აზრი აქვს, არც შინაარსი და არც ადგილი.

ჩემთვის მკაფიოა გზავნილი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს განცხადება, სადაც წერია, რომ ნიკა მელია არ ირიცხება "ნაციონალურ მოძრაობაში". ჩემთვის გასაგებია ეს განცხადება.

მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ლევან ხაბეიშვილის ნაბიჯში. პოლიტიკა ზუსტადაც არის სიმბოლოების ხელოვნება, რომლითაც მკაფიო გახადო შენი გზავნილი, ჩემი აზრით, თავის ხელმოწერით ლევან ხაბეიშვილმა ძალიან მკაფიო გახადა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

ჩემთვის ეს საკითხი ამოწურულია, არც ხალხს არ აინტერესებს ეს საკითხი. 3 კაცს ვერ იპოვით ქუჩაში, დაიჭირეთ მიკროფონი, გააჩერეთ და კითხეთ, რას ფიქრობს ამაზე და გკითხავენ - "რა? რაზე მელაპარაკები?" მაგ საკითხმა თავის თავი დიდი ხნის წინ ამოწურა, ჩემი აზრით",- განაცხადა ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო