გიორგი ვაშაძე განათლების მინისტრს - რატომ არ შეიძლება, რომ ქამრები შემოიჭიროს მთავრობამ და პედაგოგების ხელფასი 500 ლარით იანვრიდანვე გაიზარდოს

რატომ არ შეიძლება, რომ ქამრები შემოიჭიროს მთავრობამ და ხელფასი 500 ლარით იანვრიდანვე გაიზარდოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, როდესაც პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართა.

“მაინტერესებს, რატომ მოატყუეთ პედაგოგები, თქვენ თუ საქართველოს მთავრობამ. 3 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ 2,5 მლრდ-ით იზრდება განათლების ბიუჯეტი და 2024 წლიდან 500 ლარით გაიზრდება საბაზისო ხელფასი. 2024 წელი იწყება 1 იანვარს, მაგრამ შემდგომ თქვენ გამოხვედით და თქვით, რომ გაიზრდება სექტემბრიდან, შემდეგ ამბავი ატყდა და თქვით, რომ ივნისიდან შეიძლება გაიზარდოს.

ყველაზე ცუდია ის, რომ ყველა პედაგოგი ელოდებოდა, რომ თქვენი წინამორბედის დაპირებიდან გამომდინარე 150 ლარამდე გაიზრდებოდა იანვარში საბაზისო ხელფასი.

ანუ, რა გამოვიდა, რომ მასწავლებლები, რომლებიც ელოდნენ, რომ 125 ლარით მეტს აიღებდნენ ხელფასს, ის დააკელით, შეუჯამეთ და ეუბნებით, რომ ახლა 500 ლარს მოგცემთ წლის ბოლოსკენ, სექტემბრიდან გაგიზრდითო - ეს რა სამართალია? რატომ არ შეიძლება, რომ ქამრები შემოიჭიროს მთავრობამ და ხელფასი 500 ლარით იანვრიდანვე გაიზარდოს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - სკოლის დირექტორები. 500 სერტიფიცირებული კანდიდატია, რომელმაც გაიარა სერტიფიცირება და არ დანიშნეთ სკოლის დირექტორებად. ყველგან წარადგინეთ თითო კანდიდატი და თქვით, რომ კონკურსი არ იყო, არადა 387 სკოლის შემთხვევაში იყო კონკურსი.

როდემდე უნდა გაგრძელდეს მოვალეობის შემსრულებლად პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დატოვება? მაღალკვალიფიციური კადრები მიღმა უნდა იყვნენ? გარეთ არიან ახლა. ინკლუზიურობაზე რომ საუბრობთ, მაგალითად დავით ფერაძეს რატომ არ შეხვდით 6 თვეა, რომელსაც უარი უთხარით 23-ე სკოლის დირექტორად დანიშვნაზე? - იმიტომ, რომ თქვენი სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარის მეუღლე დანიშნეს ამ თანამდებობაზე“,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის