ისრაელის გენერალური შტაბის უფროსი - ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ბრძოლა გააგრძელოს, ზავის დღეებს მზაობის გასაძლიერებლად ვიყენებთ

ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ბრძოლა გააგრძელოს, ზავის დღეებს მზაობის გასაძლიერებლად ვიყენებთ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ პრესასთან საუბარში განაცხადა.

„დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ბრძოლა გააგრძელოს. შეთანხმების ნაწილის ზავის დღეებს სწავლისთვის, მზაობის გაძლიერებისთვის და ოპერატიული გეგმების დამტკიცებისთვის ვიყენებთ.

„ჰამასის“ დასაშლელად ბრძოლის გაგრძელებისთვის ვემზადებით. ეს დროს დაიკავებს, ეს კომპლექსური მიზნებია, მაგრამ ისინი სრულიად გამართლებულია“, - განაცხადა ჰალევიმ.

გენერალური შტაბის უფროსმა ასევე კომენტარი გააკეთა ბოლო დროის ცნობებზე, რომ ისრაელის სამხედროებს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის მომზადების შესახებ ცნობები გააჩნდათ, მაგრამ მაღალი რანგის ოფიცრებმა დიდწილად ყურადღება არ მიაქციეს მათი ქვეშევრდომების გაფრთხილებებს.

„ბოლო დღეებში ბევრი საუბარი იყო 7 ოქტომბრის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ქმედებების შესახებ. საშინელი შედეგების ფონზე ინტერესი გასაგებია. ამაზე პასუხს გავცემთ. ყურადღებით მოვუსმენთ ერთმანეთსა და ჩვენს ყოველ ქვეშევრდომს, და გავიგებთ რას ფიქრობდნენ და რას ამბობდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალები და სამხედრო დაზვერვის დირექტორატი 7 ოქტომბერს ჩავარდა. დეტალური და ღრმა გამოძიება იქნება, მაგრამ ახლა ბრძოლაზე უნდა ვფოკუსირდეთ.

არასწორი იქნებოდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები ახლა პასუხისმგებლობის განხილვით იყვნენ დაკავებული, მჭირდება, რომ მათ წინაშე არსებული ბევრი და კომპლექსური მიზნისთვის ერთად მუშაობდნენ,” - განაცხადა ჰალევიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება