გიორგი ამილახვარი - ოპონენტებს რამდენად ადარდებთ სკოლის კვება, დირექტორების საკითხები თუ მასწავლებლების ხელფასი, საზოგადოებამ კარგად იცის - 1 წლის წინ, სკოლის კვება და უფასო კვება რა იყო, საერთოდ არც იცოდნენ

1 წლის წინ, სკოლის კვება და უფასო კვება რა იყო, საერთოდ არც იცოდნენ - 10 წელია განათლებაში ვარ და არც მახსოვს ამ საკითხის აქტუალიზაცია, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის „საათის ფორმატში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამილახვარის თქმით, ოპონენტები საჯარო და კერძო შეხვედრებში ადასტურებენ, რომ მათ მასწავლებელთა უმრავლესობა ხელისუფლების მართულ ელექტორატად მიაჩნიათ.

„ჩვენს ოპონენტებს ( ყველას არ ვგულისხმობ) რამდენად ადარდებთ სკოლის კვება, სკოლის დირექტორების საკითხები თუ მასწავლებლების ხელფასი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. როგორ შეიძლება რაღაცის დაზიანება გვამოძრავებდეს, როდესაც ვსაუბრობთ სკოლის გაძლიერებაზე, მასწავლებლების ხელფასის ზრდაზე ან სასკოლო კვებაზე, ეს ხომ შეუძლებელია.

1 წლის წინ, სკოლის კვება და უფასო კვება რა იყო, საერთოდ არც იცოდნენ. 10 წელია განათლებაში ვარ და არც მახსოვს ამ საკითხის აქტუალიზაცია. დაინახეს 1 ციფრი, რომელსაც მცდარად უკეთებენ ინტერპრეტაციას. სცადეს, რომ ეს ყოფილიყო ელექტორალური ბუნტი, თუმცა პირიქით მიიღეს. მიიღეს იმიტომ, რომ ხალხს ესმის, ხალხი სწორად აზროვნებს. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, როგორც საჯარო, ისე კერძო შეხვედრებში მიდასტურებენ, რომ მათ მასწავლებელთა უმრავლესობა ხელისუფლების მართულ ელექტორატად მიაჩნიათ. წარმოგიდგენიათ, ყველაზე ღირსეული, განათლებული, დამსახურებულ 60 ათას მასწავლებელს, ჩვენს მოქალაქეებს ეძახიან ბრბოს, ელექტორალურ ბრბოს. ეს არის ჩვენს და მათ შორის განსხვავება და ვინ არის ელექტორალური ბრბო ამას კარგად ვხედავთ“,- განაცხადა ამილახვარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება