ირაკლი კირცხალია - დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა დეკემბერში ღირსეულად ვიზეიმებთ

ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარია. სფერო და დარგი არ დარჩენილა, სადაც ბიუჯეტის ზრდა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ბოლო სამი წელიწადია სტაბილურად იზრდება. მხოლოდ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა კონსერვატიულად 5%-ზეა დაგეგმილი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 85 მილიარდი ლარი იქნება, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, „საქსტატის“ მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულია და 1 მილიონ 366 ათასამდე გაიზარდა.

„ეს შთამბეჭდავი ციფრები ჩვენთვის ავანსად არავის მოუცია, ეს ყველაფერი არის იმ სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. იმ მიდგომების შედეგი, რომელსაც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჰქვია, რომელსაც ღირსების და სუვერენიტეტის აღქმა ჰქვია. ზუსტად ამ ღირსეულმა, ეროვნულმა და პრაგმატულმა მიდგომებმა მიგვიყვანა იმ დამსახურებულ გადაწყვეტილებამდე, რასაც დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში ყველა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა ვიზეიმებთ ღირსეულად და ასევე ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება