პარლამენტი მიმდინარე კვირაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს

პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს.

საუბარია მთავრობის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადადის.

"მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს ხვალ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს