ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ, რომელიც მადრიდში გაიმართა, დეკლარაცია მიიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს და საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნების მიღწევისთვის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

„ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში შეაჯამეს ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობა და განიხილეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია.

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ესპანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებთან და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისაკენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალსა და მის მნიშვნელოვან პროექტებზე.

სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიღწევები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა და მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების პლენარულ სესიაში ესპანეთის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები და ესპანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პირები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს