„ჰამასმა“ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის, ათი ისრაელელია და ორი უცხოეთის მოქალაქე

„ჰამასმა" 10 ისრაელელი და უცხოეთის 2 მოქალაქე მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ავრცელებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, „ჰამასმა“ 12 მძევალი „წითელ ჯვარს” გადასცა, რომელიც მათ ისრაელში ჩაიყვანს.

„წითელი ჯვრისგან” მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 12 მძევალი - მათ შორის ათი ისრაელელი და უცხოეთის ორი მოქალაქე - ისრაელის ტერიტორიისკენ მოემართებიან,” - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" ისრაელის ათი მოქალაქე გაათავისუფლა - ცხრა ქალი და ერთი ბავშვი. მან აღნიშნა, რომ "ჰამასმა" ასევე ფილიპინების მოქალაქე გაათავისუფლა.

აღნიშნულია, რომ მძევლების სანაცვლოდ დღეს ისრაელი 30 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება