ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ნორვეგიელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადდანიშნული ელჩის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად მაღალ დონეზე აყვანას.

პრემიერმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების დინამიკას, განსაკუთრებით − პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება