„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს

ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბიუჯეტი მოსახლეობის ნაცვლად, თანამდებობის პირებზეა მორგებული.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 100-მილიონიან ბიუჯეტში, 45 მილიონი ხელფასებზე იხარჯება, ასევე გაზრდილია სარესტორნო და ადმინისტრაციული ხარჯები.

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა შუშანიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება შემცირებულია, ამიტომ ოპოზიცია პროექტს მხარს არ დაუჭერს.

ოპოზიციონერი დეპუტატი თანაპარტიელებს მოუწოდებს, ქუთაისის მერი, რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის სხდომაზე დაიბარონ.

„მომავალი წლის ბიუჯეტი არ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს და არც მათ მოგვარებაზეა ორიენტირებული. გაზრდილია სარესტორნო ხარჯები, მაგრამ შემცირებულია სოციალური პროგრამების დაფინანსება, თითქოს მომავალ წელს მოსახლეობას სოციალური პრობლემები არ ექნება. 100 მილიონიდან 45 მილიონი ხელფასებზე იხარჯება, გაზრდილია შტატები და ეს არჩევნებისთვის სჭირდებათ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, მეტიც მოვუწოდებ ფრაქციას დავიბაროთ ქუთაისის მერი და დეტალურად განვიხილოთ პროექტი”, -განაცხადა გიგა შუშანიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება