სოზარ სუბარი - შევქმნათ ძლიერი ქართველოლოგიის ინსტიტუტი, სადაც მეცნიერებისა და განათლების სიმბიოზი მოგვცემს საშუალებას, აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა კარგ ქართველებად

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ქართველოლოგიის ინსტიტუტი შეიქმნას ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივით სუბარმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას ინიციატივით მიმართა.

სუბარის განმარტებით, ქართველოლოგიის ინსტიტუტი შეიძლება იყოს ის დაწესებულება, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება ძლიერი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და, ამავე დროს, დიდ გავლენას მოახდენს ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე.

„მოგმართავთ წინადადებით, დავაფუძნოთ ქართველოლოგიის ინსტიტუტი, რომლის საფარქვეშ გაერთიანდება მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა, მაგალითად, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულება, პალეოანთროპოლოგია, ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა, ხელნაწერთა ინსტიტუტი თავისი უძვირფასესი საგანძურით და სხვა. ეს დარგები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს მათ განვითარებას.

სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა ბრძანა, სასკოლო განათლების ერთ-ერთი ფუნქცია ახალგაზრდების პატრიოტებად აღზრდა უნდა იყოსო. სწორედ ქართველოლოგიის ინსტიტუტი შეიძლება იყოს ის დაწესებულება, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება ძლიერი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და, ამავე დროს, დიდ გავლენას მოახდენს ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე. სწორედ მეცნიერებისა და განათლების ასეთი სიმბიოზი მოგვცემს საშუალებას, აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა კარგ ქართველებად, კარგ მოქალაქეებად და კარგ ადამიანებად. როდესაც ვამბობ „კარგი ქართველი“, ვგულისხმობ ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა