რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განვითარება ნატო-ზეა დამოკიდებული - ახლო მომავალში ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია

რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განვითარება ნატო-ზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რიაბკოვი რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს.

„ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული. არჩევანი მთლიანად ნატო-ს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.

„არ ვფიქრობ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლო მომავალში ამა თუ იმ ფორმით აღდგება. ეს პრინციპული და პრაქტიკული მიზეზების გამოა გამორიცხული. თუ ვინმე დასავლეთში თვლის, რომ ჩვენ ეს ურთიერთობები გვჭირდება, მაშინ მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს