ალეკო ელისაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - უხერხულია ის, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება - ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?!

უხერხულია ის, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება - ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?! - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ელისაშვილმა ამ კონტექსტში იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ პარლამენტმა ახალი ‘თავდაცვის კოდექსი“ ორი თვის წინ - სექტემბრის თვეში მიიღო და ამის შემდეგ ახლადმიღებულ კანონში ცვლილებები მეორედ შედის.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ორი თვის წინ - სექტემბერში მივიღეთ. მივიღეთ თუ არა კოდექსი, მაშინვე დაიწყო მასში ცვლილებების შეტანა. რამდენად სერიოზულად წარმოაჩენს თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტს მთელი ეს ამბავი?! რამდენი წელი ვშრომობდით, „თავდაცვის კოდექსი“ ორი თვის წინ მივიღეთ და უკვე მეორედ შედის მასში ცვლილება. ეს ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?!“ - მიმართა ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ. პარლამენტის მიერ ახლადმიღებული “თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით. მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: - რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება