საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.

მედიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს თავად დაჭრასა და მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე, იაკუბ ხიხავაროვის ბიძა.

ასევე, ბიძის განცხადებით, კაცს ყოფილ ცოლსა და მის მეუღლესთან, რომელიც, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კონფლიქტი ჰქონდა. მისი განმარტებით, მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქალმა ქმრის მეგობართან მიმოწერა დაიწყო“.

„მეგობარი იყო, ჰქონდათ ოჯახში მისვლა-მოსვლა და ყველაფერი. ამ ბიჭს მის ცოლთან ჰქონია ურთიერთობა, ტელეფონზე მათი მიმოწერები ნახეს. ოჯახში კონფლიქტის გამო, ქალმა პოლიციაში უჩივლა. პოლიციიდან ციხეში გაუშვეს, 2 თვე იჯდა“, - აცხადებს ბიძა.

ინფორმაციისთვის, ბრალდებული მიმალვაშია. მას პოლიცია ეძებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში გუშინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება