„გალტ & თაგარტი“ - საქართველოში სამუშაო ძალის აქტიურობა გაიზარდა

„გალტ & თაგარტის“ ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონე 15.6%-მდე შემცირდა 2023 წლის მე-3 კვარტალში წინა კვარტალში დაფიქსირებული 16.7%-ის შემდეგ.

მათივე ცნობით, უმუშევრობის შემცირება ძირითადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორში სეზონური დასაქმების ზრდამ განაპირობა.

„ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 16.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წლისთვის, რაც გაუმჯობესებაა 2022 წლის 17.3%-ის დონიდან. ამასთან, 2024 წელს უმუშევრობის შემდგომ შემცირებას ვპროგნოზირებთ 16.1%-მდე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მე-3 კვარტალში სამუშო ძალის ბაზარზე დასაქმების მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. შესაბამისად, სამუშაო ძალაში მოსახლეობის მონაწილეობის დონემ 53.6% შეადგინა, რაც 2018 წლის მე-3 კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 60%-ს აღემატება. საქართველოში სამუშაო ძალაში მონაწილეობის ზრდა მოსალოდნელია გაუმჯობესდეს ქალების უფრო მეტი ჩართულობით, რადგან მათი მონაწილეობის დონე ამ ეტაპზე შედარებით დაბალია (43.1%), ვიდრე ეს მამაკაცებშია (66.0%).

ინფორმაციისთვის, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში სამუშაო ასაკის მოსახლეობა 3.0 მლნ შეადგენს, საიდანაც სამუშაო ძალა 1.6 მლნ ადამიანია. სამუშაო ძალის აღნიშნული მაჩვენებლიდან დაქირავებით დასაქმებულია 943 ათასი ადამიანი, თვითდასაქმებულია 423 ათასი ადამიანი, ხოლო უმუშევარია 252 ათასი ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება