„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - კრიზისული რესურსები, რომელიც სახელმწიფოს აქვს ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის, საკმარისი არ არის

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ის კრიზისული რესურსები, რომელიც სახელმწიფოს აქვს ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის, მაგალითად, კრიზისული ცენტრები, თავშესაფრები, საკმარისი არ არის.

აღნიშნულის შესახებ თამთა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე სახელწოდებით: „ძალადობა გამოვლილი ქალებისთვის მხარდამჭერი სერვისები და მექანიზმები საქართველოში - საჭიროებების და გამოწვევების ანალიზი“.

„ერთის მხრივ, უნდა ითქვას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში ჩანს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური პროგრესი და ამ მიმართულებით, ძალისხმევის კონცენტრაცია. მათ შორის, მიმდინარე წელს, 12 რეკომენდაციის შესრულების კვალდაკვალ მოხდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც სხვა პრობლემებთან რეალობაში ჩანს უკავშირდება მსხვერპლზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტე. სამწუხაროდ, ის ფსიქოსოციალური სერვისები, ჯანდაცვის სერვისები, თუ ძალადობა გამოვლილი ქალების უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერა, რომელიც მათ დაეხმარებათ ოჯახიდან ძალადობის გამოვლის შემდეგ დამოუკიდებელ ცხოვრებას, მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური დაუცველობის დაძლევას და ცხოვრების გაგრძელებას, ასეთი მდგრადი გრძელვადიანი მხარდაჭერის სერვისები ქალებისთვის გათვალისწინებული არ არის. ის კრიზისული რესურსებიც კი, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მაგალითად, კრიზისული ცენტრები, თავშესაფრები ეს რესურსებიც კი არ არის საკმარისი. ჩვენ გავაანალიზეთ მათი გეოგრაფიული გავრცელება და ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ხელმისაწვდომი კრიზისული სერვისცენტრები არ არის და თავშესაფრებშიც არ არის მთელი რიგი სერვისები, რომლებიც ქალებს სჭირდებათ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამიტომაც, ჩვენი მთავარი სულისკვეთება არის სწორედ ძალადობა გამოვლილი ქალების მდგრადი გრძელვადიანი გაძლიერების აუცილებლობა, როგორც მიდგომის და პრინციპის აქტიურად ჩართვა ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში იმიტომ, რომ სწორედ ეს მიდგომები გააძლიერებს ქალებს და მით უფრო თამამად მიაღებინებს გადაწყვეტილებას, რომ დაამთავრონ ის ძალადობა, რომლის პირისპირაც ისინი საკუთარ პარტნიორებთან თუ ოჯახებში იმყოფებიან“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო