თამარ გაბუნია - საქართველო მზად არის, შეუერთდეს გლობალურ მოძრაობას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ

ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. შეხვედრაზე, მხარეებმა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და ამ მიმართულებით ეფექტიანობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე.

„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია მულტისექტორულ ფორმატში, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. როგორც თამარ გაბუნიამ, შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს.

ღონისძიებას საქართველოში ჯანმო-ს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება