ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს რუსეთის შეკავების შესახებ მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს

ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს რუსეთის შეკავების შესახებ მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ განაცხადა.

„ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს მკაფიო ხედვა სჭირდება იმაზე, თუ როგორ გაფართოვდება ნატო და როგორ შეაკავებს რუსეთს“, - განაცხადა კარინშიმ.

კრიშიანის კარინშიმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ნატო-ში 32 ქვეყანა იქნება, რაც წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციას გაართულებს, ამიტომ ალიანსს კონსენსუსის შემქმნელი სჭირდება, რომელიც ყველასთან იმუშავებს და ყველას ერთი მიმართულებით წაიყვანს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებით არის დაინტერესებული.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი