ლევან ხაბეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად იაპონიის ელჩს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან პირობებში ჩატარების მნიშვნელობას.

„2024 წელს ხელისუფლება შეიცვლება. საქართველოში უნდა განვითარდეს რკინიგზა, აშენდეს აეროპორტები, მოეწყოს ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ იაპონიის გამოცდილება ამ მიმართულებით. ცხადია, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან პირობებში ჩატარების მნიშვნელობაზე. ელჩს მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისა და საქმიანობისთვის, რასაც იაპონია აკეთებს საქართველოსთვის. მათ შორის, იმ უამრავ პროექტზე, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში ახორციელებენ“, - წერს ხაბეიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება