საბა ბუაძე - „ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს - ჩვენი მეგაპროექტები ამის გარანტიაა

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს. ჩვენი მეგაპროექტები ამის გარანტიაა, - ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძემ „ლელოს“ ოფისის მიმდებარედ, რკინიგზის ბაქანზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირებები.

„ჩვენ ახლა ვდგავართ საქართველოს დედაქალაქის მთავარ სატრანსპორტო კვანძში. ესაა მილიონიანი ქალაქის ცარიელი ბაქანი, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს თუ როგორია ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა. ესაა სიცარიელე, ესაა წინა საუკუნის ინფრასტრუქტურა, ესაა განუხორციელებელი პროექტების სახელმწიფო.

„ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ თბილისს ექნებოდა მეტროს მიწისზედა ხაზი და თბილისი ამ ხაზით დაუკავშირდებოდა რუსთავს. ეს პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ჩვენ მოგვატყუეს.

„ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ ამ ბაქნიდან ივლიდა მატარებელი კახეთის მიმართულებით. ჩვენ მოგვატყუეს. „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ იპოდრომის ტერიტორია იქნებოდა ახალი მწვანე სივრცე თბილისისათვის. ჩვენ მოგვატყუეს.

ჩვენ მოგვატყუეს როცა დაგვპირდნენ ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზას, როცა დაგვპირდნენ აყვავებულ წყალტუბოს. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაასრულა ვერცერთი მეგაპროექტი, რომელიც გააუმჯობესებდა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.

„ლელო“ არის წარმატება. „ლელო“ განახორციელებს ყველა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს და შექმნის ქვეყანას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი მართლა ოცნებობს.

ჩვენ ვაქცევთ ქუთაისს ლოგისტიკურ ცენტრად, ჩვენ შევქმნით საფონდო ბირჟას, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვაქცევთ ცოდნას შემოსავლის მიღების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომ გზად.

„ლელოს“ მეგაპროექტები არის საქართველოს სწრაფი გამდიდრების საფუძველი.

დღეს, „ლელო“ მოუწოდებს ყველას, შემოგვიერთდით და ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ პროექტების ისე მომზადებაზე, რომ მათი განხორციელების დაწყება ხელისუფლებაში მოსვლის პირველ კვირაშივე გახდეს შესაძლებელი.

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს. ჩვენი მეგაპროექტები ამის გარანტიაა“, - განაცხადა ბუაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება