ენტონი ბლინკენი - ღაზაში პაუზის გასაგრძელებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ

ღაზაში პაუზის გასაგრძელებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით იმაზე, რომ ღაზაში პაუზის გასაგრძელებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მეტი მძევლის გამოყვანა და მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შევძლოთ“, - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ისრაელთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი ტერორისტული თავდასხმები აღარ განმეორდეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ კონფლიქტის გავრცელება თავიდან ავიცილოთ და ჩვენს მიზანს ამერიკელი და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ღაზადან უსაფრთხოდ გამოყვანა წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს