ლევან ბეჟაშვილი - ის ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილებიან, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას

ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომამდე განაცხადა.

მისი თქმით, კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოგეხსენებათ, იყო წინადადება პარტიისადმი, რომ გაფართოებულიყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ამ მიზნით, ასევე, შემუშავდა ერთიანობის მანიფესტი, სადაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჰქონდა საშუალება შემოსულიყო პარტიაში და გაეგრძელებინა ერთიანი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას. ბუნებრივია კარი ღიაა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა, ამიტომ ეს სია შეიძლება გაიზარდოს. ამ გადაწყვეტილებას დღეს პოლიტსაბჭო მიიღებს. სავარაუდოდ, იქნება მსჯელობა და წინადადებების განხილვა. საბოლოო გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს აფართოებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს