ნანა ტოხვაძე - თალაკვაძემ კითხოს აბა მშობლებს ან/და მასწავლებლებს რამდენად უზრუნველყოფილია სკოლები ინტერნეტით, ტექნიკური აღჭურვილობით ან კომპიუტერებით?!

თალაკვაძე "მეოცნების" ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას! ბიუჯეტს ხომ თაფლის კასრივით მოასხდნენ და გონიათ, რომ ტროლებით შექმნიან ალტერნატიულ რეალობას, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ გიორგი ვაშაძე ცრუ დაპირებებს იძლევა პედაგოგებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დედაქალაქსა და რეგიონში უამრავი სკოლაა, რომლებიც ინტერნეტითა და ბუქებით უზრუნველყოფილი არ არის და მასწავლებლებს ტექნიკის მოძიება საკუთარი სახსრებით უწევთ.

„თალაკვაძე "მეოცნების" ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას! ბიუჯეტს ხომ თაფლის კასრივით მოასხდნენ და გონიათ, რომ ტროლებით შექმნიან ალტერნატიულ რეალობას. კითხონ აბა ან მშობლებს ან მასწავლებლებს რამდენად უზრუნველყოფილია სკოლები ინტერნეტით, ტექ. აღჭურვილობით ან კომპიუტერებით. "ჩემი პირველი კომპიუტერი''-ის პროგრამაში 40 მილიონი არ იკმარეს და 2024-ის ბიუჯეტში 59 მილიონამდე აქაჩეს. ჯართი ბუქებით ასაჩუქრებენ ბავშვებს, რომელსაც უმრავლესობა ვერც იყენებს უხარისხობის გამო.

სკოლები პროექტორებით ვერ უზრუნველყვეს და მასწავლებლები კლასიდან კლასში დაატარებენ ერთ კინკილა პროექტორს. გამოგვყვეს აბა რეგიონის სკოლებში და ერთად ვნახოთ „ვაიფაი“ რამდენ სკოლაშია და რამდენ კლასში გამოიყენება ბუქები. რამდენ მასწავლებელს სესხით და ვალით აქვს გამოტანილი კომპიუტერი და თავის მწირი ხელფასიდან იხდის კაბალური სესხის პროცენტით? ვის ეკეკლუცებიან მიღწევებით? იმ ხალხს,ვინც საკუთარ ტყავზე გრძნობს სიღარიბეს და წლობით მოუწესრიგებელ სასკოლო ინფრასტრუქტურას?!“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება