კოკა კაციტაძემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

კოკა კაციტაძემ დელეგაციას სამსახურის საქმიანობა და გაფართოებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხებზე.

„ქართულმა მხარემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციის წარმომადგენლებს საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობაზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და ასევე პრევენციის ეროვნული მექანიზმის (MPM) ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, მათთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ დარჩაშვილი, თურქმენეთის ომბუდსმენი- იაზდურსუნ გურბანნაზაროვა, თურქმენეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე-იაზგული აგაბაევი, თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი-იუსუფგული ეშაევი, თურქმენეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი-ამანმირატ ქერიმოვი, თურქმენეთის ომბუდსმენის თანაშემწე-მაგთიმგული ჰოჯამირადოვი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე-ბაგულ ქერიმოვა ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს