„თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთში ExxonMobil-ის ოფიციალური დილერი გახდა

„თეგეტა მოტორსი“ მსოფლიოს წამყვან ნავთობკორპორაციას ExxonMobil-ს საქართველოსა და სომხეთის შემდეგ ამიერიდან უკვე უზბეკეთშიც ოფიციალურად წარმოადგენს. ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „თეგეტა მოტორსმა“ Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დაიწყო.

კომპანიის განმარტებით, შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სადილერო ხელშეკრულების გაფორმება რამდენიმე თვეში გადაწყდა. მომავალი წლის გეგმა და პროგნოზი კი რამდენიმე ათასჯერ აღემატება 2023 წლის შედეგს და 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტის რეალიზებას გულისხმობს.

„თეგეტასა და Mobil-ს საქართველოში უკვე წლებია წარმატებული თანამშრომლობა აქვთ. შესაბამისად, ჩვენც გაგვიჩნდა ამ თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და ExxonMobil-მაც სიამოვნებით გვანდო ისეთი მასშტაბისა და შესაძლებლობების ბაზარი, როგორიც უზბეკეთია. თეგეტასთვის, ExxonMobil-ისგან დამოუკიდებლადაც საინტერესო იყო უზბეკეთის ბაზარი და იქ შესასვლელად უკვე ვემზადებით. ExxonMobil კი, თავის მხრივ, რამდენიმე წელი სწავლობდა ბაზარს და იკვლევდა იქ შესვლისთვის აუცილებელ პირობებს. ამ შემთხვევაშიც ჩვენი ხედვები და მიზნები ერთმანეთს დაემთხვა და ნოემბრიდან თეგეტა უკვე ოფიციალურად წარმოადგენს ExxonMobil-ს უზბეკეთში“,-განაცხადა Caucasus premium lubricants-ის დირექტორმა, დიმიტრი ზედელაშვილმა.

ExxonMobil-ის პროდუქციის ფართო სპექტრი 1000-ამდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნებს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ მიმართულებებს. უზბეკეთის ბაზარზე უკვე შეტანილია ExxonMobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი.

„ასეთი დიდი კომპანიების მხრიდან უზბეკეთის ბაზრის მიმართ დაინტერესებას მისი სწრაფად მზარდი პერსპექტივა განაპირობებს. ამ ბაზარზე მსოფლიო ბრენდით შემოსვლა და ლიდერობის მოპოვება დიდი გამოწვევაა როგორც Mobil-ისთვის, ისე თეგეტასთვის. 3-4 წლის პერსპექტივაში ჩვენი გეგმა ExxonMobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტის რეალიზება და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვაა“,-აცხადებს „თეგეტა მოტორსის“ უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი, მათე ხაბურძანია.

კომპანიის ცნობით, „თეგეტა მოტორსსა“ და ExxonMobil-ს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და კომპანია ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა ქვეყანაში.

„სულ რამდენიმე წელიწადში კი Mobil-ის გაყიდვებმა 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რეგიონის ავტოინდუსტრიის ლიდერსა და მსოფლიოს დიდ სამეულში შემავალი ბრენდის წარმატებული თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე, მსოფლმხედველობასა და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთების ხედვაზე დგას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის