ენტონი ბლინკენი - ნატო-ში ყველა მხარს უჭერს უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას

ნატო-ში ყველა მხარს უჭერს უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ 29 ნოემბრის შეხვედრაზე ნატოს წევრები უკრაინისთვის გრძელვადიან დახმარებას განიხილავდნენ.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინას ახლა დახმარებას უწევენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ მან თავდაცვის გაგრძელება შეძლოს, არამედ თავისი სამხედრო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივითაც, რათა კიევს შეეძლოს ახალი აგრესიის შეკავება და მისგან თავის დაცვა.

„მინდა გითხრათ: როდესაც მაგიდასთან ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას. ზოგიერთი სვამდა კითხვას, უნდა გააგრძელონ თუ არა აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მომავალშიც მხარდაჭერა.

დღეს ნატოში პასუხი ძალიან მკაფიო და ურყევია: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ და დავუჭერთ. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი მისი სტრატეგიული მარცხი გახდეს, ახლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმ მომენტში, როდესაც კრემლმა ეს ომი დაიწყო.

ფსონები ყველასთვის გასაგებია. მკაფიო სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საზღვრების ძალით შეცვლა. ეს ყოველი მოკავშირის ინტერესებშია და ბევრი ქვეყნის ინტერესებშია, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები,” - განაცხადა ბლინკენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს