მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, ფლორენციაში ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობის” მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, სპეციალური მიწვევით, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ფლორენციაში ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობის” მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე THE WORLD IN FLORENCE, მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის დელეგაციას მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ხელი მოაწერა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და იტალიურ ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მარნეულის მერიის ცნობით, აღნიშნული მემორანდუმი კულტურათაშორის დიალოგების გაძლიერებას, ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების პოპულარიზაციას და მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ICOMOS (საერთაშორისო საბჭო ძეგლებისა და ადგილების შესახებ), ICCROM (კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და აღდგენის კვლევითი საერთაშორისო ცენტრი), UNWTO (გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია); დოკუმენტი ასევე გულისხმობს კავშირებს იუნესკოსთან.

„ფესტივალზე, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ტურისტული პლატფორმის შექმნაა, მარნეულის დელეგაციამ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მოეწყო ქართული ღვინისა და სხვადასხვა ეროვნული ნუგბარის დაგემოვნება. ფესტივალში მონაწილე ქვეყნების დელეგატებთან შეხვედრებს ორგანიზაციის პრეზიდენტი კარლოტა დელ ბიანკო უძღვებოდა.

ფლორენციის ფესტივალზე, მარნეულის დელეგაციის შემადგენლობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე, ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი რავილ გასანოვი და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ცარციძე შედიოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება