თბილისის საკრებულოში გამართულ ევროპის საბჭოს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას  მარნეულის მერის მოადგილე და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ

ქალაქ თბილისის საკრებულოში, ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია'' ჩაატარა.

„კამპანია ინოვაციური ხასიათის იყო და მის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით მოხდა. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა ბუკლეტები. ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები სამ ენაზე ჟესტური ენის თარგმანით და სპეციალური ბუკლეტები ბრაილის შრიფტით. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

პროექტის მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია, მერიის სოციალური სერვისების შესახებ მეტი ინფორმირებულობა და შშმ პირების ჩართულობა, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში წარმოადგენდა.

აღნიშნული კონკურსის შესახებ მარნეულის მერიამ საინფორმაციო მასალები თბილისში შემაჯამებლ ღონისძიებაზე დამსწრეებს წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე პროექტში ჩართული სხვა მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმატებული შედეგები და მიღებული პრაქტიკის კარგი მაგალითები იყო წარმოდგენილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება