საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის დღევანდელ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება კონტრციკლური ბუფერის დაგროვების განწილვადებასა და უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარის შემცირებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიის შემდგომ, გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ეკონომიკურ სუბიექტებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ საპროცენტო ხარჯები. ეს პრობლემა, ბუნებრივია, აწუხებს მთელ ბიზნესს; იგი უარყოფითად ისახება თითოეულ კომპანიაზე და ზღუდავს მათ სწრაფ და დინამიურ განვითარებას. უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 25%-დან 20%-მდე შემცირება ნიშნავს იმას, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს. საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის ზრდა, სავარაუდოდ ასევე გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ბიზნეს ოპერატორების ეფექტიანი საქმიანობისთვის.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე. ლარი კი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრი და მისი სიმყარე და სტაბილურობა გავლენას ახდენს მოხმარებაზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკური აგენტების განწყობებსა, მოლოდინებსა და აქტივობაზე, ინფლაციაზე და სხვა.

“ლარის კურსის სიმყარე და სტაბილურობა ასევე საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს დამატებით შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის ლარშიც საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს. აღნიშნული კი, გადაჭარბების გარეშე, უმნიშვნელოვანესია და ეს განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როგორც ზემოთაც ითქვა, გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში.

პოზიტიურია ასევე გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის დაგროვების განწილვადებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკრედიტება არ იქნება შეზღუდული მომავალ წელს და ხელი შეეწყობა ეკონომიკის ჯანსაღ და დინამიურ ზრდას. ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემა ძლიერი და მდგრადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ხელშესახები არგუმენტი დაკრედიტების რაიმე გზით შეზღუდვის კუთხით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება