ზუგდიდის მერია ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს

ზუგდიდის მერია ერთადერთი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.

„დღეს გამართულ კომისიაზე, აღნიშნული პროგრამით ფინანსური მხარდაჭერა გაეწია:

ელენე ჩიქოვანს, რომელიც გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის მუსიკის უმაღლესი სასწავლებლის ექვსწლიანი პროგრამის სტუდენტია.

ელენე პიანისტია. ის სწავლობდა ზუგდიდის N2 სამუსიკო სკოლაში, 2021 წელს კი წარმატებით დაასრულა თბილისის ზაქარია ფალიაშვილი სახელობის ნიჭიერთა ათწლედი. ელენე, არაერთი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

გერმანიის ფრიდრიხ-ალექსანდრეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს ია კოდუას.

ვარშავის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს დავით ქირიას.

კონსტანტინე ხარჩილავას, რომელიც პარიზის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

მეგი დარასელია - ვენის უნივერსიტეტის პუბლიცისტიკა და საკომუნიკაციო მეცნიერების პროგრამის სტუდენტი.

მარიამ ფიფია - ლიეტუვას, ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი.

მარიამ რაფავას, რომელიც ესპანეთის ქალაქ ვალენსის ევროპული უნივერსიტეტის არქიტექტურის, დიზაინისა და ინოვაციის ფაკულტეტის სტუდენტია.

გერმანიის ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს, კესო ნაჭყებიას.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და მეცნიერული სკოლის ეკონომიკის მაგისტრატურის პროგრამის პირველ კურსის სტუდენტს კონსტანტინე ჯალაღონიას.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერით მიმდინარე წელს 44- მა სტუდენტმა ისარგებლა.

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:

ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია;

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;

საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს